1732386875
შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
,,ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს 09:30 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წოდორეთი, მსხალდიდი, მუხათწყარო, თხინვალა, ლისი და მიმდებარე სოფლებში; 11:30 საათიდან 13:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაზალეთი, მლაშე, ბერთამთა, ბაგიჭალა, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, ქვეშეთი, სეთურნი და მიმდებარე სოფლებში; 12:05-დან 15.05 საათამდე ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ხიდისყური, მისაქციელი, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში", - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.