შუქი 6 საათით გაითიშება - მისამართები და აღდგენის დრო

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტრომომარაგება ორ რაიონში სხვადასხვა დროს გაითიშება.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
დიღმის მასივის IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ლევან ცისკარიშვილის, ევგენი მიქელაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი
დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეტრიწის და მირიან მეფის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.