დანიის თხოვნით, შვედი შეიარაღებული ოფიცრები დღეს გრენლანდიაში გაემგზავრებიან - შვედეთის პრემიერ-მინისტრი

ულფ კრისტერსონი

შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის განცხადებით, შვედი შეიარაღებული ოფიცრები დღეს დანიის თხოვნით გრენლანდიაში გაემგზავრებიან.

რამდენ ოფიცერს აგზავნის სტოკჰოლმი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კრისტერსონის თქმით, ისინი მოკავშირე ქვეყნების ჯგუფის ნაწილს წარმოადგენენ.

„ერთად ისინი მოემზადებიან დანიური სამხედრო წვრთნების „არქტიკული გამძლეობის“ ოპერაციის ფარგლებში მომავალი ელემენტებისთვის“, – აცხადებს შვედეთის პრემიერ-მინისტრი.