შოვში, მსხვერპლის რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

მეწყერი შოვში

შოვში მსხვერპლის რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.

ამავე თემაზე:

სტიქიის ზონაში სამ გოგოს ეძებენ - თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ დატოვეთ შეტყობინება

„კიდევ 4 კაცი იპოვეს, დაკარგული ვინც იყო“ - მოქალაქე ფოტოს აქვეყნებს

უმძიმესი და ემოციური კადრები შოვიდან - როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე

„შვილსა და სამ შვილიშვილს ვეძებ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები არ ვიცი" - მოქალაქე

PHOTO: „შევხვდებით რაჭაში“ - ეძებენ სამ გოგოს და ვრცელდება მანქანის მონაცემები, რომლითაც ისინი სტიქიის ზონაში გადაადგილდებოდა