გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
სტიქიას შოვში 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორისაა 38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე, რომელიც შოვში, კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა, როცა 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ნიკას ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ მაშველები. ნიკა შოვის სტიქიიდან მე-19 დღეს დაკრძალეს. ნიკოლოზ ჩალაძის მეუღლე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ტრაგედიის დღეს იხსენებს.
„ნიკა შოვში ახალი ასული იყო, ჯერ ავიდნენ და ადგილი დაათვალიერეს. იმ დღეს იწყებდნენ მუშაობას… ბოლოს, როცა ტელეფონზე ველაპარაკე, ერთად ვგეგმავდით, როგორ აღგვენიშნა ჩვენი უფროსი შვილის მოახლოებული დაბადების დღე... დიდხანს ვესაუბრე, რა გვექნა დღეობაზე, რა მოგვეფიქრებინა. მეც ვმუშაობდი და ვუთხარი, მერე დაგირეკავ-მეთქი. მე ამბროლაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების საქმისმწარმოებელი ვარ. იმ დღეს მედიიდან გავიგე, შოვში მეწყერი ჩამოწვაო. მაშინვე გადავრეკე ნიკასთან, მაგრამ ვეღარ მიპასუხა, თურმე…
გაუჩერებლად ვრეკავდი, იქნებ მიპასუხოს-მეთქი. მეორე დღეს ავედი ადგილზე, ვეძებდით… რატომღაც მჯეროდა, რომ ტყეს შეაფარებდა თავს: აი, ახლა გამოჩნდება, აი, ახლა დარეკავს-მეთქი, ჩემთვის ვამბობდი. მერე გავიაზრე, როგორ ადგილზე იყო ეს კოტეჯები – იქ ვინც იყო, ისვენებდა თუ მუშაობდა, ყველა დაიღუპა. როგორც ჩანს, მაშინვე დაიღუპა ნიკაც,“ – ამბობს ეკა გოგლიძე.
ნიკოლოზ ჩალაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა: დემეტრე და დავითი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს. ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება.
„პატარას, დავითს, დაუნის სინდრომი აქვს, დახმარებას იღებენ მხოლოდ ბავშვები და პროგრამაშიც ჩართულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენი საჭიროება აქვს ამ სინდრომით დაავადებულ ბავშვს.
ნიკას სურდა, თავისი ხელით აეშენებინა ახალი სახლი. ნიკას სოფელი ონშია, სოფელი ლაგვანთა, მე სამსახურის გამო დედაჩემთან ვარ სოფელ წესში, ამბროლაურში. ნიკას ოჯახი გასაყოფი იყო, მაგრამ სახლი არ იყო იმხელა, რომ გაყოფილიყო.
ნიკა ამბობდა, ახალი სახლი უნდა ავაშენოთ, შვილები გვეზრდებიანო, ვენახიც ჩაყარა, სულ მუშაობდა ფიზიკურად, ხან სად, ხან – სად,“ – ამბობს ეკა გოგლიძე.
ლიბერთი ბანკი, ანგარიშის ნომერი: #GE72LB0711182522606000
მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე)
ასევე ნახეთ:
პუტინის კლანის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - როგორ იგეგმება პოლიტიკური მკვლელობები
ყურადღება! საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია ვრცელდება
„ამ ეტაპზე, ვიღებ მედიკამენტებს... მეწყებოდა პანიკური შეტევები“ - სალომე უშხვანი
„ფეხზე რა გაცვია გაფიცებ...“ - რა ღირს შორენა ბეგაშვილის ფეხსაცმელი, რომელმაც გამომწერები აალაპარაკა