„ამ ეტაპზე, ვიღებ მედიკამენტებს... მეწყებოდა პანიკური შეტევები“ - სალომე უშხვანი

სალომე უშხვანი

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე სალომე უშხვანი გათხოვდა. წყვილმა ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„და აი, დადგა დღე… ეს დღეც, და ამ დღემდე ჩემთან იყავით, ჩემს ემოციებთან, ტკივილთან, ბედნიერებასთან, არასდროს მარტო არ დაგიტოვებივართ, იბრძოდით ჩემთან ერთად, ჩემთვის, ჩვენთვის, იბრძოდით ცალკე როცა ხედავდით დაბრკოლებებს და უსამართლობას, თვეები დაუღალავად იდექით ჩემს გვერდით! იგერიებდით ჩემსკენ მომართულ ზიზღს, დამცირებას, ნეგატივს, ბოროტებას, ავი თვალისგან დამცავი თილისმებივით შემომეკარით გულზე!

იყვირეთ აპროტესტეთ, ამტკიცებდით, თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გამხადეთ !! მადლობას გიხდით ჩემო 💛-იანებო!! მადლობას გიხდით ნიკოს მხარდჭერებო “ნიკოს ოქროებო” ნიკოსადმი გაღებული ყველა სიკეთისთვის, და ჩვენთვის, სიყვარულისთვის, თქვენი ყველასი დიდი წვლილია რომ ჩვენ მოვედით აქამდე და რომ ერთად ვართ!! ჩვენ ეს შევძელით!! #სიყვარულისთვის“,- დაწერა სალომე უშხვანი.

რამდენიმე დღის წინ, პროექტის მესამე სეზონის მონაწილე სალომე უშხვანი „პრაიმ ჰაუსის“ სკვერიდან გამომწერებს პირდაპირ ეთერში ჩაერთო და მის გულშემატკივრებს მიმართა.

სალომემ მათ დიდი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და პირად გეგმებზე ესაუბრა... როგორც გაირკვა, სალომეს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს.

 

ასევე ნახეთ: