ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
საპენსიო დანაზოგებს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, მას ზედამხედველობს და რეგულირებას უწევს ეროვნული ბანკი, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა გამართეს ეროვნულ ბანკში.
როგორც გოგა მიქელაძემ ისაუბრა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პროცესებსა და იმ სამ პორტფელზე, რომელშიც ჯერ ავტომატურად გადანაწილდნენ დამზოგველები, ხოლო 6 სექტემბრამდე აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელ საინვესტიციო პორტფელში დააბანდებენ თავიანთ საპენსიო დანაზოგს.
„გვსურს, განვმარტოთ, რომ ჩვენ მაღალი რისკის პორტფელს ვუწოდებთ მზარდ პორტფელს, რადგან მასში საპენსიო დანაზოგის განთავსება საუკეთესო შესაძლებლობაა გრძელვადიან პერიოდში დამატებითი მოგების მისაღებად. აღნიშნული მზარდი (მაღალრისკიანი) პორტფელი გულისხმობს მონაწილეების დანაზოგების 55%-ის დოლარში ინვესტირებას, მათ შორის, ისეთი კომპანიების აქციებში, როგორებიც არიან: „ეფლი“, „სამსუნგი“, „ნესტლე“, „ტოიოტა“, „გუგლი“, „ლუი ვიტონი“ და ა.შ. საპენსიო აქციები იქნება გადანაწილებული ათასობით სხვადასხვა კომპანიაში და სხვადასხვა რეგიონის დონეზე (აშშ, ევროპის განვითარებული ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, აზიის განვითარებული ქვეყნები და ლათინური ამერიკის მსხვილი ქვეყნები). ამავდროულად, მზარდ პორტფელში იქნება ქართული სახაზინო ობლიგაციები და ქართული საბანკო დეპოზიტები პორტფელის 45%. უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეების დანაზოგები არა მხოლოდ ამ საინვესტიციო პორტფელების დონეზე, არამედ საქართველოს კანონით რეგულირდება. საპენსიო დანაზოგებს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო და მას ზედამხედველობს და რეგულირებას უწევს ეროვნული ბანკი“, – განაცხადა გოგა მელიქიძემ.
მისივე თქმით, საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საპენსიო დანაზოგების ეფექტიანი მართვა, დაცვა და მონაწილეების საუკეთესო ინტერების მიხედვით მათი დაბანდებაა.
„სწორედ ამ მიზნით და კანონით გათვალისწინებული ვადების გათვალისწინებით, საპენსიო სააგენტომ მონაწილეებს მათი დანაზოგების მაქსიმალური ზრდისთვის, საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული საპენსიო აქტივების განაწილება შესთავაზა და ამასთან, სრული თავისუფლება მისცა საინვესტიციო პორტფელების შერჩევისთვის. შესაბამისად, საპენსიო სქემის მონაწილეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, თავად მიმართონ საკუთარი დანაზოგები ისეთ საინვესტიციო პორტფელებში, საიდანაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ და ამაში საპენსიო სააგენტო მუდმივად გაუწევს მხარდაჭერას“, – განაცხადა მელიქიძე.
მისივე თქმით, ამ დრომდე საინვესტიციო სამსახურმა 680 მილიონი ლარის საინვესტიციო მოგება უკვე დაარიცხა მოქალაქეთა შენატანებს, რაც 52%-ს წარმოადგენს და, ინფლაციის გათვალისწინებით, ანალოგიურ პერიოდზე მომგებიანობამ 12%-ს გადააჭარბა. უკვე გაცემულია 5,000-მდე მონაწილეზე 13 მლნ ლარზე მეტი პენსია.