პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შოვის ღვარცოფში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა.
ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გლოლელი სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და 4 წლის ლუსის მარტო ზრდიდა. მისი გოგონა ახლა ახლობლებთანაა. ბავშვისთვის არ უთქვამთ, რომ დედა დაიღუპა, არც დაკრძალვას დაასწრეს.
„ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში.
23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა.
ხატვა უყვარდა. სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ბოლო გამოცდაზე დააგვიანდა და ის წელი გაუცდა. შემდეგ გათხოვდა, ბავშვი გააჩინა და ვეღარ მოახერხა“, - ჰყვება სოფოს ძმა გიორგი.
სოფოს მშობლები და ორი სტუდენტი ძმა გლოლაში ცხოვრობენ. ლუსიზე მეურვეობის აღებას ოჯახი აპირებს.
ასევე ნახეთ:
აღმოჩენილია მამაკაცის ცხედარი - ბოლო ცნობები შოვიდან
მეგობარი ქალისთვის ინტიმური ფოტოების ჩუმად გადაღებისა და გავრცელებისთვის 31 წლის კაცი დააკავეს