1732386875
„ყველაზე თბილო, ყველაზე უსაყვარლესო, უკარგესო ადამიანო სიტყვები არ მყოფნის...“ - კახეთში ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა
ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 4 წლის ბიჭი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას გურჯაანში. შემთხვევა წუხელ, სოფელ ახაშნის ტრასაზე მოხდა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო, ვერცერთის გადარჩენა მოხერხდა.
გადარჩა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 7 წლისაა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს.
ოჯახის ახლობელი წერს, რომ ნათია უთბილესი გოგო იყო.
„ვაიმე ნათი. ეს რა გავიგე, არ მჯერა ვერ დავიჯერებ, რომ აღარ ხარ ღმერთო ეს რა უსამართლობაა. ყველაზე თბილო, ყველაზე უსაყვარლესო, უწყინარო, უკარგესო ადამიანო სიტყვები არ მყოფნის და ყველაზე ყველაზე გიჟი დედა იყავი ბავშვებს რომ ტოვებდი როცა ჩემთან მოდიოდი სულ ტელეფონზე რეკავდი სულ დაძაბული იყავი გულის ყური ბავშვებისკენ გქონდა რომ არაფერი ეტკინათ ახლა როგორ დატოვე შენი პატარა
და ასე მეუბნევოდი ვერ ვაპატიებ ჩემ თავს ბავშვებმა რომ რამე იტკინონო.
ისევ ისეთი ხალისიანი მემახსოვრები ნათი როცა პირველად მოხვედი ჩემთან წლების წინ როცა შენი ჯვრისწერა იყო. მშვიდად განისვენე შენს ოჯახთან და შენს პატარასთან ერთად. ძალიან ძალიან მენანები ვიზიარებთ ოჯახის უდიდეს ტრეგედიას“,- წერს ახლობელი.
ასევე ნახეთ:
შემზარავი ავარია - დაღუპულია დედა, მამა და მცირეწლოვანი შვილი
VIDEO: პირველი კადრები ადგილიდან - თბილისში, რკინიგზის ლიანდაგზე კლდე ჩამოიშალა