შოთა რუსთაველს თავისი პოემა უკრაინელ ვაჟკაცებზე აქვს დაწერილი, ნესტან-დარეჯანი, ფრიდონი, ავთანდილი უკრაინელები ყოფილან - გივი სიხარულიძე

გივი სიხარულიძე

ერთ რამეს ვიტყვი, ვინც გინდა მაგინოს, შოთა რუსთაველს თავისი პოემა უკრაინელ ვაჟკაცებზე აქვს დაწერილი, ნესტან-დარეჯანი, ფრიდონი, ავთანდილი უკრაინელები ყოფილან -ამის შესახებ მსახიობი გივი სიხარულიძე აცხადებს.

„ერთ რამეს ვიტყვი, დღეს მე ეს გრძნობა გამიჩნდა, ვინც გინდა მაგინოს, ვისაც გინდათ არ მოეწონოს, შოთა რუსთაველს თავისი პოემა ინდოელებზე და არაბებზე აქვს დაწერილი, მე ვფიქრობ, რომ რუსთაველმა შემთხვევით დაწერა მათზე, თურმე უკრაინელ ვაჟკაცებზე აქვს დაწერილი. ტარიელიც, ავთანდილიც, ფრიდონიც და ნესტან-დარეჯანი, ყველა, ვინც არის, თურმე უკრაინელები ყოფილან, არა ინდოელები და არა არაბები. აი, ასეთი გრძნობა გამიჩნდა“, - განაცხადა სიხარულიძემ გადაცემაში „ჩაი“.

ნახეთ ვიდეო: