„შოკოლადის მოთხოვნილება მაგნიუმის ნაკლებობაზე შეიძლება, მიუთითებდეს" - ნატა გაგუას რჩევები

ნატა გაგუა

 ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო"საუბრობს, რა შეიძლება იწვევდეს შოკოლადზე განსაკუთრებულ დამოკიდებულებას:

შოკოლადის მოთხოვნილება მაგნიუმის ნაკლებობაზე შეიძლება, მიუთითებდეს. თუმცა, თუ თქვენ ნორმის ფარგლებში, ყოველდღიურად მიირთმევთ და მერე დღის განმავლობაში ხარჯავთ, არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ, არის ადამიანი, რომელიც გულწრფელად მეუბნება, რომ 2 ფილაც არ ჰყოფნის... როდესაც უკვე ზღვარს გადავდივართ, თავად ხომ ვგრძნობთ ამას, რომ 1-2 დღე არ ხდება. გრძელდება, უკვე ჩვევაა, ვიცით ზუსტად, სად რა იყიდება, შიში გვაქვს, რომ არ გამოგველიოს, მოგვაქვს, ვინახავთ, ვმალავთ... ასეთ დროს უკვე ჯობს, რომ სპეციალისტს მივმართოთ. შეიძლება, მაგნიუმის, ქრომის ნაკლებობა გვქონდეს.

ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ცომის, პურის გარეშე არ შეუძლიათ?! ეს მხოლოდ ახირება და ის კი არ არის, რომ ადამიანი უნებისყოფოა. შეიძლება, ქრომის ნაკლებობა ჰქონდეს. ქრომი ისეთი მიკროელემენტია, რომ ინსულინისთვის გვჭირდება. ქრომს ასე ზეპირად ვერ დანიშნავ იმიტომ, რომ სახიფათოა. ამიტომ, ამ სტატუსების შეფასების გარეშე, რომ საკუთარ წონას, მადას ეჭიდაო, ძალიან რთულია.