გზებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა - დეტალური ინფორმაცია მძღოლებისთვის
1766335265
შვეიცარიაში შესაძლოა ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებთან წვდომის აკრძალვა განიხილონ. ინიციავა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს ეკუთვნის.ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
"შვეიცარიამ მეტი უნდა გააკეთოს ბავშვების სოციალური მედიის რისკებისგან დასაცავად", - ციტირებს გამოცემა მინისტრის, ელიზაბეტ ბაუმე-შნაიდერის განცხადებას და დასძენს, რომ ამით, შვეიცარიის შს მინისტრმა მიანიშნა, რომ ისღიაა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პლატფორმების პოტენციური აკრძალვისთვის.
ავსტრალიის მიერ 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის ბოლოდროინდელი აკრძალვის შემდეგ, ბაუმე-შნაიდერმა გაზეთ "სონტაგსბლიკს" განუცხადა, რომ მსგავსი ზომები შვეიცარიამაც უნდა განიხილოს.
"ავსტრალიასა და ევროკავშირში მიმდინარე დებატები მნიშვნელოვანია. ის ასევე უნდა ჩატარდეს შვეიცარიაში. მე ღია ვარ სოციალური მედიის აკრძალვისთვის", - განაცხადა მინისტრმა, რომელიც ცენტრისტული მემარცხენე სოციალ-დემოკრატების წევრია.
"ჩვენ უკეთ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები" - აცხადებს შვეიცარიის შს მინისტრი.