იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1782887923
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში სსიპ – ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბავშვები, სკოლის დირექტორი ნათია გაჩეჩილაძე, მასწავლებლები, მშობლები და მათ სულიერ საკითხებზე ესაუბრა. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მის უწმინდესობას გულთბილი მასპინძლობისთვის, მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს.
შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადასცა“, - წერს საპატრიარქო.