„შიმშილობა ასუქებს!...“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

 ჭამა

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ხშირად აქვეყნებს პოსტებს აქტუალურ თემებზე და საზოგადოებას სხვადასხვა საკითხზე განმარტებებსა და რჩევებს უზიარებს.

ამჯერად ექიმმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე გავრცელებულ მითსა და სტერეოტიპზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დიეტა შიმშილობას არ ნიშნავს, ხოლო ხანგრძლივი შიმშილობა ხშირად პირიქით — წონის მატებას იწვევს.

ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში მრავალი პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს და ზედმეტ შიშს არ საჭიროებს. მაგალითად, მისი განმარტებით, სუნთქვა სრულად ავტონომიური პროცესია და პანიკური შეტევის დროსაც ის ავტომატურად გრძელდება.