5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1793820280
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც კონგრესის გვერდის ავლით, აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემის გზით იმოქმედებს.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრამპი, ძირითადად კონგრესთან შეთანხმების გარეშე მართავდა ქვეყანას. რატომ უნდა შეიცვალოს ახლა რაიმე?“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება მისთვის განსაკუთრებული აღფრთოვანების მიზეზი არ ყოფილა.
„ცვლილება შეეხება ბიუჯეტის დაგეგმვას და, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საკითხებსაც“, – განაცხადა მერცმა.
აშშ-ის კონსტიტუციით, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების უფლებამოსილება კონგრესს აქვს. კონგრესს ასევე შეუძლია, გავლენა მოახდინოს სამხედრო საკითხებზე, მათ შორის ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობაზე.