„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენი გიო აღარ გვყავს...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1767898043
სამტრედია-აბაშის გზაზე მძიმე ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე დაღუპულ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს.
„შეუსრულებელ 20 წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო. ჩვენ სულ სხვანაირად გვინდოდა აღგვენიშნა ეს დღე, მაგრამ სულ სხვანაირად მოხდა ყველაფერი. ძალიან მიჭირს, შენზე წარსულში საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ გამაძლიერებ ზეციდან. შენ ხარ ჩემი მარადიული სიყვარული. როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ ხომ მხოლოდ ერთად ყოფნას ვნატრულობდით. გპირდები, რომ ჩვენი სიყვარული გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული. უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო ჩვენს მარადიულ სიყვარულზე. იმ დონემდე გიყვარდი გარდაცვალების დროსაც, რომ მე გახსოვდი, „ლიკას მიმიხედეთო“... რამხელა ტკივილს იგრძნობდი მაგ დროს, წარმოდგენაც არ მინდა, ცხოვრება. როგორ დახუჭე შენი მოციმციმე, ლამაზი თვალები. შენს სულს ვენაცვალე მე, შეხვედრამდე, ჩემო ერთადერთო სიყვარულო“, - წერს ლიკა კუჭუხიძე.
ტრაგიკული შემთხვევა 24 ოქტომბერს მოხდა. 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო ლიკა კუჭუხიძე სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე კვირა იმყოფებოდა.