პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სავარაუდო თაღლითობის შესახებ წერს. საქმე ე.წ. სარესტორნო თაღლითობას ეხება, რომლის მსხვერპლიც უმეტესად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხდებიან.
ამჯერად, გურამ შეროზია თავისი მეგობრის ისტორიას ახმაურებს და შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"მერამდენედ და ახლა უკვე ჩემს მეგობარს შეემთხვა! არაბი ბიჭია, კეთილი, მორწმუნე. ტინდერზე (გაცნობის აპლიკაცია) გაიცნო გოგო, გავისეირნოთო იმან და მერე ეგრევე წაიყვანა ერთი კარგი ბარი ვიციო, სადღაც შორდებიან.
ეს არც ცეკვავს დიდად, სასმელს საერთოდ არ სვამს. წასვლა დააპირა, ამ ორმა გოგომ (დაქალი ახლდა) ათი წუთიც დავრჩეთ გეხვეწებიო, ამასობაში შეუკვეთეს საჭმელი და ორ-ორი ჭიქა სასმელი. ჰოდა დაადგათ დაცვა, 4000 ლარია გადასახდელიო.
დაიჭირეს ამის მეგობარი, ვერსად ვერ წავალთო. ამათ ჩვენ რა შუაში ვართ, ამ გოგოებმა დალიეს, ჩვენ რატომ უნდა გადავიხადოთო.
გვკიდია, ერთად ხართ ჩვენთვისო, გოგოები მიიმალნენ (მერე როგორც გაარკვია თანამშრომლები იყვნენ ამ კლუბის თუ ბარის).
ჰოდა, ორჯერ ორია, უმარტივესად გასახსნელი საქმეა და რატომ სძინავს შსს-ს?! ყოველ მეათე ტურისტს ასე ემართება, მაინცდამაინც წასულებმა მერე მთელ მსოფლიოს უნდა გააგებინონ და აღარავინ ჩამოვიდეს?! სამ და ოთხ გაუმაძღარ ბარს უნდა შეეწიროს ჩვენი ტურიზმი და რეპუტაცია?! რა შეიძლება გავაკეთოთ?!" - წერს გურამ შეროზია.