1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დღეს, საქართველოს დროით 21:00 საათზე, გერმანიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება.
ITB Berlin-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობასა და სარგებელზე საუბრობს messe ბერლინის დირექტორი დევიდ რუთსი.
„პირადად ვიყავი საქართველოში და უკვე მივიღე გამოცდილება თუ რას ნიშნავს იყო სტუმარი. დარწმუნებული ვარ ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიცია ITB ბერლინის გამოფენაზე ყველას გულს მოიგებს. წელს საქართველოს როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა შესანიშნავი არჩევანი იყო. ITB ბერლინი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული თავშეყრის ადგილია, სადაც მთელი მსოფლიოდან პროფესიონალები იკრიბებიან. ჩვენ ვმასპინძლობთ 5500-ს ტურისტულ კომპანიას და ორგანიზაციას 161 ქვეყნიდან. წელს ერთი ქვეყანა მასპინძელია, ეს საქართველოა. მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ბიზნეს კონტრაქტი შედგება და საქართველო ბევრ ახალ მეგობარს შეიძენს“,-აცხადებს Messe ბერლინის დირექტორი დევიდ რუთსი.
"უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველო ამ გზავნილით წელს ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობს.