ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1773431239
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ხილისა და ბოსტნეულის სწორად გარეცხვაზე ისაუბრა. სპეციალისტმა საზოგადოებას გაუზიარა მარტივი მეთოდები, რომლებიც სახლის პირობებში შეიძლება გამოვიყენოთ.
მისი თქმით, ხილისა და ბოსტნეულის სწორად გარეცხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ზოგიერთი პროდუქტი შესაძლოა პათოგენური ორგანიზმებით იყოს დაბინძურებული.
„უმნიშვნელოვანესია ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა და მათი სწორად დამუშავება. ზოგიერთი მათგანი საჭიროებს თერმულ დამუშავებას, რომელიც პათოგენურ ორგანიზმებს ანადგურებს, თუმცა არის პროდუქტებიც, რომლებიც თერმულ დამუშავებას არ საჭიროებს,“ – აღნიშნა სპეციალისტმა.
ირაკლი არაბულის განმარტებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის პროდუქტები, რომლებიც პირდაპირ მიწიდან მოიპოვება, რადგან მათთან კონტაქტის გამო შესაძლოა სხვადასხვა მავნე მიკროორგანიზმით იყოს დაბინძურებული.
„პროდუქტები, რომლებსაც მიწასთან შეხება აქვთ, შესაძლოა შეიცავდეს პათოგენურ ნივთიერებებს. ამიტომ აუცილებელია მათი საფუძვლიანი გარეცხვა. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ წყლით გარეცხვა საკმარისი არ არის, რადგან დაბინძურება შესაძლოა ბოლომდე არ მოცილდეს,“ – ამბობს ის.
სპეციალისტის თქმით, სახლის პირობებში შესაძლებელია მარტივი ხსნარების გამოყენება, რომლებიც ხილისა და ბოსტნეულის უკეთ გასუფთავებას უწყობს ხელს.
„შეგვიძლია პროდუქტები გავრეცხოთ ძმრიანი წყლით, სოდიანი ხსნარით ან მარილიანი წყლით. ეს მეთოდები ხელს უწყობს ზედაპირზე არსებული მიკროორგანიზმების მოცილებას. შესაძლებელია პროდუქტების ჩალბობაც, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოდა ტუტე ხსნარია და ამიტომ პროდუქტების დიდხანს დატოვება რეკომენდებული არ არის,“ – განმარტა ირაკლი არაბულმა.