„შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა...“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი თევზში საშიში პარაზიტის შესახებ

თევზი

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს, რომელიც უმ ან არასათანადოდ დამუშავებულ თევზში შესაძლოა აღმოჩნდეს.

„რადგან ეს პარზიტებიც აქტუალურია,კიდევ ერთხელ მოგაწვდით ინფორმაციას მათ შესახებ:
ფოტოზე გამოსახულია ანიზაკიდების (Anisakis) ლარვები, რომლებიც ხშირია ზღვის პროდუქტებში, განსაკუთრებით თევზში.

საფრთხე, რომელსაც ეს პარაზიტი ქმნის!  

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით.

  რისკები და სიმპტომები:

• ძლიერი მუცლის ტკივილი
• გულისრევა და ღებინება
• დიარეა და ალერგიული რეაქციები
• ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც კი საჭიროა, რადგან ლარვები კუჭ-ნაწლავის კედელში იჭრებიან!

როგორ ავიცილოთ თავიდან?

თერმული დამუშავება – თევზის კარგად შეწვა, მოხარშვა ან 60°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება. გაყინვა (-20°C მინიმუმ 24 საათი) – კლავს პარაზიტებს“, - წერს ირაკლი არაბული.