„შესაძლოა, კანი დაწვას“ - ეს MRI-ის გადაღების წინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

Mri

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება. კადრებში ჩანს, როგორ ათავსებენ პაციენტს MRI-ის აპარატში. როგორც კი პაციენტი აპარატში შედის, მოულოდნელად ჩნდება ძლიერი ნარინჯისფერი ნათება, რასაც აფეთქება და ცეცხლის გაჩენა მოჰყვება.  

მართალია ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული - თუმცა, გიორგი ფხაკაძე ასახელებს იმ დეტალებს, რომლებსაც კვლევის წინ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.

„ MRI-ზე მიდიხართ? პარიკის პატარა მეტალის სამაგრიც მნიშვნელოვანია.

ზოგ პარიკსა და თმის დაგრძელების სამაგრში მეტალია. MRI-ის ძლიერმა მაგნიტმა შეიძლება ზოგიერთი სამაგრი დაძრას. სკანირების დროს მეტალი შესაძლოა გაცხელდეს, კანი დაწვას ან გამოსახულება დაამახინჯოს.

MRI-ის ოთახში შესვლამდე უთხარით პერსონალს, თუ პარიკი ან დაგრძელებული თმა გაქვთ, მაშინაც კი, თუ არ იცით, შეიცავს თუ არა მეტალს. თუ პარიკის მოხსნა გთხოვეს და სხვების თანდასწრებით თავს უხერხულად გრძნობთ, სთხოვეთ ცალკე სივრცე.

გაუზიარეთ მას, ვისაც MRI აქვს დაგეგმილი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

✕