„შესაძლებელია, რომ მინუსამდეც დაიწიოს ტემპერატურამ“ - განახლებული ამინდის პროგნოზი

სს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო 1 კვირის განმავლობაში. -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან" საუბრობს.

„22 ოქტომბრიდან - 25 ოქტომბრამდე, კვლავ გამოიდარებს და უნალექო ამინდები იქნება. ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +23, +25 გრადუსამდე იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში, 22, 24 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა.

ოქტომბრის ბოლოსკენ შესაძლებელია, რომ მინუსამდეც დაიწიოს ტემპერატურამ. დასავლეთ საქართველოში კი, ღამით, 3-4 გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა.

რაც შეეხება ნოემბერს - ნოემბრის თვე ნორმის ფარგლებში იქნება. ნალექიც ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურაც. (დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა დაახლოებით, 11 - 12 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 7 - 9 გრადუსი)