„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
91 წლის ჯემალ ცინცაძე, იგივე ნოდარ მოდებაძე ბავშვობაში დაიკარგა და 23 წლამდე უკან ვეღარ დაბრუნდა. თავის დაკარგულ ბავშვობასა და ოჯახის წევრებზე, ახალ ოჯახზე და დღევანდელ ცხოვრებაზე ის გადაცემაში "დილის ტალღა" საუბრობს.
„9 წლის ვიყავი. დედას წავყევი, რომ დავხმარებოდი და უბედურებას წავაწყდი. მამაჩემი ომში გაიწვიეს. სამი თვითმფრინავი ჩამოაგდო, გმირულად დაიღუპა. ჩემი ძმა მამაჩემის ომში წასვლიდან 10 დღის შემდეგ დაიბადა. დედაჩემი, ჩვილბავშვიანი ქალი, ზესტაფონში მიდიოდა და ჰყიდდა დოქებს.
იქ მატარებელში ავედი, რომ დაიძრა, დავიწყე ტირილი. ჩამოსვლა ვეღარ გავბედე. ვიფიქრე, მატარებელი უკან დაბრუნდება და მომიყვანს. შუაღამისას ჩავედით ფოთში, სად წავიდოდი? რომ ვერსად ვნახე წასასვლელი, ისევ მატარებელში ავედი. თურმე ბათუმი-ფოთის მატარებელზე ავსულვარ... ერთმა ქალმა მძინარეს გადამაფარა და სახლში წამომიყვანა. არ მომეწონა ხალხი. კაცები ყაბალახებით, ქალები ჩადრებში... არ ვემორჩილებოდი ამ ხალხს, ვტიროდი, ყველაფერს ვამბობდი, მაგრამ ჩემი უკან დამბრუნებელი არავინ იყო. ომი იყო, გაჭირვება, ყველა თავისას ჩიოდა, არავის ეცალა ჩემთვის..." - ამბობს ჯემალ ცინცაძე.