ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
1736185139
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მიხეილ ყაველაშვილი უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.
"ძალიან დამამწუხრა და შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად და ოჯახის სანუგეშოდ. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს. ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად", – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა.