შეიძლება თუ არა ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე? - მოძღვრის განმარტება

ცხვარი

შეიძლება თუ არა ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე? - კითხვაზე მოძღვარი გვპასუხობს.

„ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე არ შეიძლება - ეს ადგილი წმიდად უნდა იყოს დაცული და არ უნდა დაბინძურდეს. დღეისათვის, საზოგადოდ, ამ აქტს დაეკარგა მსხვერპლშეწირვის არსი, რომელიც ძველ აღთქმაში ჰქონდა. მაშინდელი მსხვერპლშეწირვა, მას შემდეგ, რაც ქრისტემ ნებაყოფლობით იტვირთა ჩვენი ცოდვები ჯვარზე გაკვრით, შეიცვალა უსისხლო მსხვერპლშეწირვით. დღეისათვის ცხვრის დაკვლა უკავშირდება მოწყალების გაცემას - ამიტომ ხშირად მას ასეც უწოდებენ - „საღვთოს“! („საღვთო“ ნიშნავს, რომ დაკლული ცხვარი უნდა გაუნაწილდეს გაჭირვებულ ადამიანებს, რითაც ვიქმთ საღვთო მადლიან საქმეს და არა იმას, რომ თვით ჩვენ შევექცეთ და ჩვენი უწესრიგობით უფლის საწინააღმდეგო საქმეები ჩავიდინოთ)“ - გვპასუხობს მოძღვარი.