VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
არსებობს მოსაზრება, რომ სველი თმით გარეთ, სიცივეში გასვლა აკრძალულია, რადგან ამის გამო შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგვექმნას. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამის შესახებ ექიმები.
რეზო ომიაძე: - თუ დილით, ადრე სველი თმით გარეთ გადიხართ, შეგიძლიათ, მშობლები დაამშვიდოთ. იმიტომ, რომ ამ დროს თქვენ არ დაგემართებათ არც ფილტვების ანთება, არც მენინგიტი და არც გაცივდებით.
ლევან რატიანი: - მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცემინება, ფილტვების ანთება, მენინგიტი და ა.შ ამ შემთხვევაში გამომწვევი მხოლოდ და მხოლოდ არის მიკროორგანიზმი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ვირუსით, ბაქტერიით, ისე სოკოთი.
ლევან ქარაზანაშვილი: - რატომ ხდება ხოლმე, ზამთარში უფრო მეტად ცივდება ადამიანი. შესაბამისად, უფრო კარგი გარემო პირობა იქმნება იმისთვის, რომ ცივა და დაბალი ტემპერატურაა. რინოვირუსები აქტიურდებიან და ჩვენი იმუნური სისტემაც ზამთარში ბევრად დაბალია, დ ვიტამინის ნაკლებობა გვაქვს გვცივა, ეს ყველაფერი არის იმის წინაპირობა, რომ შესაძლოა გაცივდეთ. ბებიებსაც უნდა დავუჯეროთ, ხომ შეგციებიათ, სველი თმით რომ გადიხართ, ეს თავისთავად იმუნიტეტს დაგიქვეითებს და ვირუსებიც უფრო გააქტიურდებიან.