რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
საქართველოს ბანკი პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს სასკოლო ფორმის შეძენისას თანხის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.
შეთავაზების ფარგლებში, პირველი 10,000 მოსწავლე, რომელიც 2 ნოემრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიღებს sCool Card-ს, სასკოლო ფორმის შეძენისას 50%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).
იმ მოსწავლეებს კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელში ვერ მოხვდებიან, ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უკვე აქვთ sCool Card, სასკოლო ფორმის შეძენისას 10%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ (მაქსიმუმ 20 ლარი).
შეთავაზება 2 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ გაყიდვის წერტილებში, ისე ონლაინ. ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე ავტომატურად, 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.
გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება ვრცელდება 5-დან 12 წლის მოსწავლეებზე, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში აიღებენ sCool Card-ს. ქეშბექით სარგებლობისთვის კი აუცილებელია სასკოლო ფორმის შეძენისას sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.
sCool Card-ის აღება უფასოა და მისი შეკვეთა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან, ვებგვერდიდან ან ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.
sCool Card მოსწავლეებისთვის შექმნილი ბარათია, რომელიც მათ სხვადასხვა ყოველდღიურ ბენეფიტს სთავაზობს, მათ შორის, სატრანსპორტო შეღავათებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და ჯანდაცვის პროგრამას.