„საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით“ - ბათუმის ავტოტრანსპორტის განცხადება

ბათუმი

უამინდობის გამო, ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს, - ამის შესახებ „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„მგზავრთა საყურადღებოდ!
ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით,“- წერს ავტოტრანსპორტი.