13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აჭარის დასაქმების სააგენტო, იწყებს საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მონაწილეთა რეგისტრაციას.
პროგრამის მიზანია საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებით დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
პროგრამა წელს გაფართოვდა და მიზნობრივ ჯგუფებს დაემატა კონდიტერის პროფესიული მიმართულებები. მსურველებს განაცხადის რეგისტრაცია ასევე, შეუძლიათ გემის მიმტანის და ბართენდერის პოზიციებზე.
სწავლება განხორციელდება სპეციალურად შემუშავებული მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით. კურსი ორიენტირებულია იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საკრუიზო ლაინერებზე მომსახურე პერსონალად დასაქმებისათვის.
აღნიშნული პროგრამა საუკეთესო შანსია მათთვის, ვისაც სურს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება და გლობალურ ბაზარზე თვითრეალიზება.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://onboard.hrajara.gov.ge/