13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ირანში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიის ვერტმფრენი ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში ხილის ბაზარში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი პილოტი და ბაზარში მყოფი ორი პირი დაიღუპნენ.
მათივე ცნობით, ვერტმფრენი ქალაქ დორჩეში ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ექსპერტების შეფასებით, ირანს საჰაერო უსაფრთხოების ცუდი მაჩვენებელი აქვს, რის გამოც კატასტროფები ხშირია.
გასულ კვირას, ირანის რეგულარული საჰაერო ძალების კუთვნილი F-4 გამანადგურებელი დასავლეთ ჰამადანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი პილოტი დაიღუპა.