საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ - ამირან გამყრელიძე ჰეპატიტის გავრცელებასთან დაკავშირებით

ამირან გამყრელიძე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მწვავე ჰეპატიტის აფეთქება დააანონსა. უცნობი დაავადება ერთ თვეში, 25 ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ 500- მდე შემთხვევაა გამოვლენილი და 11 ბავშვია გარდაცვლილი.

დაავადენათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჯერჯერბით ხალხში პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

როგორც გამყრელიძემ განაცადა, ჰეპატიტთან დაკავშირებით საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში.

„თვალყურს ვადევნებთ და შესაბამისი საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამოგზავნიან. საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ. საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპურ ჰეპატიტთან. როგორც ამბობენ, მას იწვევს ადენოვირუსი. ეს არ არის არც „ა“ და არც „B“ ჰეპატიტი, „დელტა“ და სხვა. სხვა გენეზის არის, ასევე არის შემთხვევა, როდესაც რთულად განვითარდა. ზედამხედველობას ვამყარებთ ამ ტიპის ჰეპატიტებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.