პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მწვავე ჰეპატიტის აფეთქება დააანონსა. უცნობი დაავადება ერთ თვეში, 25 ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ 500- მდე შემთხვევაა გამოვლენილი და 11 ბავშვია გარდაცვლილი.
აშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე პრესკონფერენციაზე დაავადების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, 450 შემთხვევიდან არის გარდაცვალების შემთხვევები და არის მძიმე მიმდინარეობაც, როდესაც საჭირო გახდა ღვიძლის გადანერგვა. ივანე ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ძირითადად, ეს ეხება ბავშვებს და ამ ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია. არცერთი შემთხვევა, რომელიც ამ 450 შემთხვევაში შედის, არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 74% არის ადენოვირუსი,ხოლო შემთხვევების 20%-ში ასევე ნანახია კორონავირუსით ინფიცირება. დღეს პასუხი, თუ რა იწვევს ამ შემთხვევებს, არ არსებობს. რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც გარკვეული მუტაცია განიცადა.
ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი ტიპის ჰეპატიტი არ დაფიქსირებულა. სულ მსოფლიოს 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელებული არ არის. საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს, ამ მონაცემებით ამაზე საუბარი ადრეა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.