„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
მტკვარი, რომელიც საუკუნეებია თბილისის ისტორიას მიუყვება, ახლა ყოველდღიურად ასობით ტურისტს და ადგილობრივს მასპინძლობს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, დედაქალაქის მთავარ მდინარეზე გადაადგილება უფრო დაცული, უსაფრთხო და კომფორტული ხდება. ამას ის რეგულაცია ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შედის - სახმელეთო წყლებზე მცურავი საშუალებები სავალდებულო ინსპექტირებას დაექვემდებარებიან, მძღოლებს კი შესაბამისი მართვის მოწმობის აღება მოეთხოვებათ.
რეგულაციები ნებაყოფლობით უკვე არაერთმა კომპანიამ დანერგა. მათ შორისაა შპს "მტკვარიონი", რომელიც მდინარეზე ტურისტულ მარშრუტებს ყოველდღიურად ახორციელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი კანონი ხელს შეუწყობს, როგორც მგზავრების უსაფრთხოებას, ისე ბიზნესის განვითარებასა და დამატებით ინვესტირებას.
ბორტზე ასვლისას, მგზავრისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. ახალი რეგულაცია სწორედ ამ ნდობის განმტკიცებას ემსახურება. ახალი წესები ქვეყნის უდიდეს ტბებზე გადაადგილებასაც არეგულირებს.
წესები ვრცელდება ყველა იმ მცურავ საშუალებაზეც, რომლის ზომა და ძრავის სიმძლავრე ხუთზე მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას იძლევა - მათი ექსპლუატაცია მხოლოდ კანონის ჩარჩოებში იქნება დასაშვები.
პალიასტომის ტბა, სადაც წყლის ზედაპირს ხშირად მხოლოდ ნავის კვალი არღვევს, ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. სწორედ ასეთ ადგილებში, სადაც დასვენება და თავგადასავალი ერთმანეთს ხვდება, უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ თევზჭერა ადგილობრივებისთვის ყოველდღიური რუტინაა. ქაოსური სანაოსნო პროცესიდან გამართულ სისტემაზე გადასვლა სადავო არავისთვისაა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, 2020-2026 წლებში შიდა წყლებში 80 ინციდენტი დაფიქსირდა. სწორედ ამ სტატისტიკამ განაპირობა ახალი რეგულაციების ამოქმედება. ამიერიდან ყველა მცურავმა საშუალებამ, რეგისტრაციამდე, ტექნიკური ინსპექტირება უნდა გაიაროს, სატრანსპორტო საშუალების მმართველს კი შესაბამისი ცოდნისა და უნარების დამადასტურებელი სერტიფიკატი ექნება.
მართვის სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა. მის მისაღებად, კანდიდატმა სპეციალური სასწავლო პროგრამა უნდა გაიაროს და შესაბამისი კვალიფიკაცია დაადასტუროს.
მდინარეები, ტბები, წყალსაცავები - მათ ახლა ერთი საერთო წესი აერთიანებს - უსაფრთხო ნაოსნობა, იქნება ეს მტკვარი თბილისის გულში, თუ კოლხეთის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე პალიასტომის ტბა.
პირველი ივლისიდან წყალში გასვლა ახალ პასუხისმგებლობასთან იქნება დაკავშირებული. რეგულაცია, ერთი მხრივ, წესრიგს ამკვიდრებს, მეორე მხრივ კი ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას დაიცავს.
@primetime.ge ნაოსნობაში ახალი წესებია - პირველი ივლისიდან წყალში გასვლა ახალ პასუხისმგებლობასთან იქნება დაკავშირებული
♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი