საცვლების როლი სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში - ქართველი ფერმერების სახალისო ექსპერიმენტი

საცვლების ექსპერიმენტი

GBDC–ის ტექნიკურმა ჯგუფმა, „ერთობას“ წევრ ფერმერებთან, Fert–ის წარმომადგენლის ინიციატივით განახორციელა ძალიან პოზიტიური ექსპერიმენტი - "ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრა ბამბის საცვლების საშუალებით".
ნიადაგი მაშინ არის ცოცხალი, როცა მასში ცხოვრობენ ცოცხალი ორგანიზმები, ჭიაყელები, ბაქტერიები, სოკოები, ... თვალსაჩინოებისთვის საფრანგეთში ხშირად იყენებენ ბამბის საცვლებს ნიადაგის მდგომარეობის განსასაზღვრად. ბამბის საცვლებს იმიტომ, რომ ბამბა არის ორგანული და კარგი ნიადაგის შემთხვევაში ის სრულად უნდა დაამუშავონ ნიადაგში არსებულმა ორგანიზმებმა და ის სარტყელი, რაც აქვს საცვლებს და არ არის ორგანული გააადვილებს მის პოვნას ნიადაგში.
ექსპერიმენტი ჩატარდა სოფელ ზანავში 5 ფერმერთან. 3 თვის წინ მოხდა თეთრი 100%–ით ბამბის საცველების ნიადაგში ჩაფვლა 15 სმ. სიღრმეზე. 28 სექტემბერს ამოვიღეთ საცვლები ნიადაგიდან და მივიღეთ სხვადასხვა შედეგი.
წლების განმავლობაში კარგად მოვლილ და მხოლოდ ორგანული სასუქებით განოყიერებულ ნიადაგში, სადაც სარეველების მოცილება ხდება მექანიკურად საცვლები მთლიანად დამუშავებული იყო.
დაუმუშავებელ, გაუნოყიერებელ და ისეთ ნიადაგში, სადაც შეტანილი იყო ჰერბიციდები და მინერალური სასუქები საცვლები დაუმუშავებელი დაგვხვდა.
ამ პოზიტიურმა აქტივობამ ფერმერები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ნიადაგს გამუდმებით სჭირდება გამოკვება, მოვლა და გაფრთხილება .