საცურაო კოსტიუმი, რომელიც „ყურადღებას აქცევს“, რომ მფლობელი მზეზე არ დაიწვას და სხვა ჭკვიანი ნივთები

მაისური, რომელიც გულის შეტევის შესახებ გაგაფრთხილებთ
  1. ტანსაცმელი, რომელიც განწყობის მიხედვით ფერს იცვლის.

 ლონდონში სამეცნიერო-დიზაინერულმა კომპანიამ The Unseen ექსპერიმენტული ტანსაცმელი შექმნა. ამ ბრენდის ქურთუკი, ჩანთა და ზურგჩანთა ტექნოლოგიური მასალისგანაა შექმნილი, რომელიც მფლობელის სხეულის ტემპერატურის მიხედვით ფერს იცვლის.

   2. სპორტული ბიუსტჰალტერი ხელოვნური ინტელექტით

 სპორტული ბიუსტჰალტერი Supa მობილურ აპლიკაციასთან დასაკავშირებლად ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი. ბიუსჰალტერი მფლობელის გულისცემას აკონტროლებს, ულტრაიისფერი გამოსხივების და ვარჯიშის დროს დატვირთვის დონეს ზომავს.

   3. ქურთუკი, რომელიც მზის ენერგიით იტენება

 კომპანია Vollebak ტანსაცმელს მხოლოდ მამაკაცებისთვის ქმნის. ამ ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნივთი – ქურთუკია, რომელიც სინათლის ნებისმიერი წყაროთი იტენება. ფლუორესცენტური ზედაპირი სინათლეს შთანთქავს და სიბნელეში ანათებს. ეს სუპერ შესაძლებლობა გამოადგება მათ, ვისაც ღამით სირბილი უყვარს.

   4. საცურაო კოსტიუმი, რომელიც ყურადღებას აქცევს, რომ მფლობელი მზეზე არ დაიწვას

 Spinali Design-ის საცურაო კოსტიუმი გოგოებს მზეზე დამწვრობისგან დაიცავს. ბიკინში სპეციალური სენსორია ჩამონტაჟებული, რომელიც სმარტფონს სხეულის ტემპერატურისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების მაჩვენებლებს აწვდის. სანამ საცურაო კოსტიუმს ჩაიცვამთ, აპლიკაციაში თქვენი კანის ტიპი უნდა შეიყვანოთ, ხოლო ჭკვიანი სენსორი შეგახსენებთ, როდის უნდა წაისვათ მზისგან დამცავი კრემი ან საერთოდ ჩრდილში გადახვიდეთ.

   5. მაისური, რომელიც გულის შეტევის შესახებ გაგაფრთხილებთ

 ჩინურმა კომპანიამ Lenovo ჭკვიანი მაისური შექმნა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას ყურადღებას აქცევს. ტანსაცმელში ელექტროკარდიოგრაფული სენსორი, ასევე გულისცემის და სუნთქვის საზომი სენსორებია ჩამონტაჟებული. დღეში ერთხელ მაისური სერვერზე ინფორმაციას აგზავნის, სადაც ხელოვნური ინტელექტი მონაცემებს აანალიზებს და შესაძლო პრობლემის შესახებ გაფრთხილებას გაძლევთ.

წყარო: paparazzi.ge