დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
უჩა ბახტაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიული ფირმა JG Counselors-ის დამფუძნებელი პარტნიორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მეცნიერების მაგისტრია.
უჩა ოქსფორდის კოლეჯ Exeter-ის ერთადერთი ქართველი კურსდამთავრებულია. Exeter 1314 წელს დაარსდა და ოქსფორდის უნივერსიტეტში კოლეჯებს შორის სიძველით მეოთხეა.
„ოქსფორდში სწავლება ინტენსიური და შრომატევადია. ერთი წლის განმავლობაში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და წარმოდგენები რიგ საკითხებზე. კერძოდ, დანაშაულისა და სასჯელის შესახებ აღქმა აბსოლუტურად განსხვავებული კუთხით შემექნა. შესაბამისად, თითქმის ყველა ის საკითხი, რაც
მქონდა შესწავლილი გადაფასებას დაექვემდებარა. ოქსფორდიდან დაბრუნებული არა უბრალოდ სისხლის სამართლის სპეციალისტი ვიყავი, არამედ კრიმინოლოგიც, რომლის გარეშეც სისხლის სამართალი ერთ ადგილზე მდგომი მეცნიერებაა და არავითარი სამომავლო პერსპექტივა არ გააჩნია. შესაბამისად, ყველა ვინც სისხლის სამართლითაა დაინტერესებული, აუცილებელია, რომ კრიმინოლოგიას რაღაც დონეზე მაინც იცნობდეს, “- ამბობს უჩა ბახტაძე.