პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული, სოციალურ ქსელში უსახლკარო ქალის შესახებ, რომელიც ღამეს სასაფლაოზე ათევდა, სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:
,,საღამოს, სასწაულად ბედნიერი ამბები.
ორ დღეში, ხალხის მიერ მოხდენილი დიდი ამბავი.
ადამიანი სასაფლაოზე აღარ დაიძინებს, სახლი აქვს, სადაც მშვიდად და ბედნიერად იქნება.
არ გადაიხდის გადასახადებს ერთი წელი, ექნება საკვები და ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის სჭირდება.
სამსახურზე რამდენიმე შემოთავაზება აქვს და მისთვის საუკეთესოს ავარჩევთ.
ახალგაზრდა ქალია, დაუზარელი და ყველაფერი გამოუვა.
რანაირი ბედნიერია არ იცით...
ყველაზე მთავარია, რომ დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი, ადამიანების იმედი და მზადაა თვითონაც დაეხმაროს სხვებს.
ჩვენც გვერდით ვეყოლებით, სანამ დავჭირდებით და ექნება ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა
ერთ დღესაც გათენდება და ყველას ექნება ამ ქვეყანაში სამსახური და სახლი. სასაფლაოზე და ქუჩაში აღარავინ დაიძინებს.
ძლიერი, გულთბილი და დიდი ხალხის ქვეყანა ვიქნებით და ყველაფერი გაანათებს.
მილიონი მადლობა თქვენ, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ამდენ ხალხს ეხმარებით და ბედნიერებას თესავთ.
გკოცნით და მიყვარხართ.#სიკეთე გადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი.