პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული, სოციალურ ქსელში წერს, როგორ გადაარჩინეს, მაღალმთიან სოფელში, ლოგინად ჩავარდნილი ბებო, ძაღლებმა და ქათმებმა.
ამ ისტორიის წაკითხვა უემოციოდ მართლაც შეუძლებელია.
აკა სინჯიკაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ცხოველებთან დაკავშირებით, რანაირი ცუდი და კარგი ამბავი არ წამიკითხავს ხოლმე აქ და ერთი ამბავი აუცილებლად უნდა მოგიყვეთ, იმიტომ, რომ ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ბევრმა ხალხმა ვნახეთ და სტივენ კინგის მოთხრობას გავს )))
რამდენიმე წლის წინ, დაგვირეკა ადამიანმა და გვითხრა, რომ მთაში, ხალხისგან თითქმის დაცლილი სოფლისგან კიდევ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მოხუცი ქალია დარჩენილი მარტო. მე არ შემიძლია და იქნებ დაეხმაროთო. ზამთარი იყო და მაშინვე წავედით მე, Levanი, სიკო და ლომა. იმხელა თოვლი დაგვხვდა, აი მართლა ძლივს ავაღწიეთ სახლამდე და ზღაპრებში რომ არის, ეგეთ ძველისძველ სახლში, დაგვხვდა, სანთელივით გალეული, საწოლში მწოლიარე მოხუცი ბებო. საწოლის თავთან, ალუმინის ჯამი ედგა ცოტა წყლით, რომელიც თვითონ აევსო, გასასვლელში დაგდებული რეზინის მილისგან. როგორ მოახერხა ეს, ვერც წარმოიდგენთ. იმიტომ, რომ ბოლო კვირაში ადგომაც ვეღარ შეძლო თურმე და ასე იწვა, ჭუჭყიან, ძველ საბანში გახვეული.
ლაპარაკი შეეძლო და გვითხრა რამდენიმე კვირაა ვწევარ და მარტო ვარო. ვერაფრით ვერ დავიჯერეთ, რომ იმხელა ზამთარში, ყინვას და შიმშილს, რამდენიმე კვირა კი არა, ორი დღე მაინც გაუძლო 85 წლის მოხუცმა ავადმყოფმა, რომელსაც, ბოლოს საწოლიდან გადმოსვლაც აღარ შეეძლო.
არც დაიჯერებთ რითი ცოცხლობდა ეს ქალი ამდენ ხანს.
ყოველ დღეს, ორი ქათამი შედიოდა ბებოს საბნის ქვეშ, ორ კვერცხს დებდნენ და იმ ორი კვერცხით იკვებებოდა.
საღამოს, გარედან მიდიოდა ოთხი ძაღლი, ზამთრის გრძელ ღამეებში, გარშემო უწვებოდნენ და ათბობდნენ, რომ არ გაყინულიყო.
აი გამოვშტერდით მართლა. ძაღლებმა და ქათმებმა, უეჭველ სიკვდილს გადაარჩინეს მოხუცი.
მაშინ ამ ამბის გადასაღებად, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ჩამოვიდა, Nino. ამას წინათ გავიხსენეთ ეს ამბავი. იმ სახლის ეზოში რაღაცას ვიღებდით და ამ დროს ერთ-ერთმა ძაღლმა, პირდაპირ ბებოს საბნის ქვეშ იმშობიარა. წასაკითხად როგორია და სანახავად ხო წარმოგიდგენიათ.
ახლაც, გვინდა რომ თქვენც ჩვენთან გეამაყებოდეთ, რომ ჩვენ, ყველამ, ცხოველებმაც და ადამიანებმაც, ვისაც რა შეგვეძლო, ყველაფერი ვეცადეთ. თქვენ გვირიცხავდით, Gio -მ, ოთახი გაურემონტა, სიკომ შეშა დაუჩეხა, Marika -მ ცხელი წვნიანი გაუკეთა და დარჩენილ დღეებში, ყველაფერი ჰქონდა რაც სჭირდებოდა. ამის შემდეგ, წელიწადნახევარი იცოცხლა ბებომ და თან წაიღო ძვირფასი იმედი, რამდენი არსება ჩაერთო, მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის .
თუ თვითონ არ გინახავთ და გაგიგიათ, გუგლში მოძებნეთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე აქვთ გადარჩენილი ცხოველებს. რამდენი ცხოველის ძეგლი დგას მსოფლიოში, ადამიანების წინაშე ჩადენილი გმირობითვის. და ამას მაინცდამაინც საკუთარი თვალით ნახვა არ სჭირდება, რომ, ადამიანი რომ ხარ და ამხელა ტვინი მოგცა ღმერთმა, ცხოველების ტანჯვა-წვალებისთვის არ უნდა გამოიყენო.
ცხოველები, ბუნების სრულუფლებიანი შვილები არიან და როგორც მოექცევით, ზუსტად ისე მოგექცევიან.როგორც ენდი ანდერსონი იტყოდა - "ნუ გეშინია ლუი, უბრალო ძაღლია. ადამიანი კი არაა, უმიზეზოდ გეცეს" ფოტოზე კი "ბოლტო"-ს ძეგლია ცენტრალ პარკში, რომელსაც აღწერა არ სჭირდება", - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.