5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება
1751834357
რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ორი ქალი.
როგორც „ინფო რუსთავის“ ჟურნალისტი იუწყება, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. მცირეწლოვანი შვილი კი, მედპერსონალთან ერთად იმყოფება.
მოკლულია დედა-შვილი, რომლებიც ქუჩაში ეტლით, ჩვილ ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც კაცმა, სავარაუდოდ ერთ-ერთის ქმარმა, ცეცხლი გახსნა.
მამაკაცი, ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.