პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 20 მესაზღვრეს, სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა.
სწავლება აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) კოორდინაციითა და დაფინანსებით დაიგეგმა და აშშ-ს საზღვრის დაცვის უწყების ინსტრუქტორების დახმარებით განხორციელდა.
სწავლების თეორიული ნაწილი მისიის დაგეგმვას, ტაქტიკური საბრძოლო დანაკარგის მოვლას, ოპერატიულ მომზადება და მზადყოფნას, სწრაფი რეაგირების ჯგუფის პატრულირება და ჯგუფის გადაადგილებას, სახმელეთო ნავიგაციას, მცირე დანაყოფის ტაქტიკა და ოფიცრის თვითგადარჩენის უნარებს მოიცავდა. პრაქტიკულ ნაწილში კი კურსის მონაწილეებს თეორიული საკითხების პრაქტიკაში განხორციელების საშუალება ჰქონდათ.
მსგავსი ტიპის სწავლებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება და მიზნად მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს.