პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მეთაურის - გენერალ რუსტამას ლიუბაევსის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის საბჭოს უფროსი - ვიცე-პოლკოვნიკი ვაიდას ჩიპასი და სასაზღვრო კონტროლის ორგანიზაციის საბჭოს უფროსი - ვიცე-პოლკოვნიკი საულიუს ნეკრაშევიჩიუსი ესწრებოდნენ.
მხარეებმა სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს სექტორ „ლეკისყურეს“ და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ცოდნას“ ეწვივნენ, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა საზღვრის მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო პერსპექტივები და გეგმები დასახეს.
ვიზიტის დასასრულს, ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მეთაურმა, გენერალმა რუსტამას ლიუბაევსმა ქართულ მხარეს მასპინძლობისა და ეფექტიანი ორმხრივი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.