რა სიმპტომები აქვს „ჰონკონგის გრიპს“ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? - პედიატრი მშობლებს აფრთხილებს
1766687079
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ამბობს, რომ გავრცელებული აზრი, რომ თუ პურზე ობის სოკო გაჩნდა მისი მიღება პენიცილის შემადგენლობის გამო არ არის საშიში, მცდარია:
„სასარგებლოა თუ არა დაობებული პურის მირთმევა?
გავრცელებულია აზრი, რომ თუ პურზე ობის სოკო გაჩნდა მისი მიღება არ არის საშიში და პირიქით სასარგებლოც კია პენიცილის შემადგენლობის გამო, რომელიც ანტიბიოტიკს წარმოადგენს - ეს შეხედულება მცდარია.
ობის სოკოში Penicillium Crustosum ნამდვილად არის წარმოდგენილი პენიცილინი, მაგრამ მედიკამენტი მას შეიცავს გასუფთავებული სახით. იმ შემთხვევაში თუ ობის სოკოს მიირთმევთ, გაითვალისწინეთ რომ იგი გამოყოფს ჯანმრთელობისთვის საზიანო მომწამვლელ მიკოტოქსინებს.
გარდა ამისა პურზე შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ტიპის სოკო, რომლის იდენტიფიკაცია ლაბორატორიული კვლევის გარეშე გაგიჭირდებათ.
მაგალითად: Cladosporium, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, Rhizopus Stolonifer-მწვანე შეფერილობის არის და იშვიათ შემთხვევაში იწვევს ზიგომიკოზს, სასიკვდილო ინფექციას სისხლის კლოტირებით მაღალ ტემპერატურაზე შესაძლოა განადგურდეს სოკო, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ტოქსინები გაცილებით მდგრადია, ამიტომ ტოსტის მომზადება ვერ დაგიცავთ საფრთხისგან.
თუ პურის ზედაპირზე მხოლოდ მცირე ნაწილშია ობის სოკო წარმოდგენილი ნუ იფიქრებთ რომ იმ ნაწილის მოცილება პრობლემას გადაჭრის, რადგან სოკოები მცირე ზომის სპორებს წარმოქმნის, რომელიც აუცილებლად იქნება გავრცელებული როგორც კონკრეტულ ნაჭერზე ასევე შეფუთვაში არსებულ მთლიან პურზე",- წერს ირაკლი არაბული.