არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
სასაფლაოების მიმართულებით დღეს უფასო ტრანსპორტი მოძრაობს. გუშინდელის შემდეგ, 59 ავტობუსს კიდევ 22 დაემატა. დილის 8-დან 20:00-მდე ახალი მარშრუტები დაინიშნა.
"სასაფლაოების მიმართულებით, დაწესდა 9 მარშრუტი, რომლებიც მოსახლეობას დილის 8:00 საათიდან ემსახურება 20:00 საათამდე. შესაბამისად, აქაც მომსახურება არის უფასოდ. საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით, კერძოდ ჩვენ ვიმყოფებით მეტრო დიდუბის მიმდებარე სადგურზე, სადაც მომსახურება ხორციელდება მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით. შემდეგ, ღრმაღელის სასაფლაოა სადაც, მომსახურება ხორციელდება მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან. არის ახალი კუკიისა და მახათას სასაფლაოები სადაც, მომსახურება ხორციელდება როგორც სადგურის მოედნიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან. ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით, მომსახურება ხორციელდება, როგორც ვარკეთილის მეტროდან, ასევე მესამე მასივიდან - შუამთის ქუჩიდან. ასევე, საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით, მომსახურება ხორციელდება მეტროსადგურ დელისიდან," - განაცხადა თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მარშრუტების დაგეგმვის სამსახურის უფროსმა მერაბ მამულაშვილმა.
მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურებიდან დადიან.
"ტრანსპორტი ძალიან კომფორტულია ჩვენთვის, დიდი მადლობა, ვინც ეს უზრუნველყო, გულწრფელად გეუბნებით, წავალ და ჩამოვალ მშვიდობით. მე არ მყავს მანქანა და ნამდვილად შვებაა ჩემთვის. ეს გადის მეტროდან საბურთალოს სასაფლაომდე და უკან დაბრუნდება," - აცხადებს მოქალაქე ბელა გერაძე.