საქმიან სფეროში ნებისმიერი წამოწყება ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ - ნახეთ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი

ნახეთ, ვის რა გველოდება მიმდინარე კვირაში - ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან.

ვერძი

კარგია ახალი საქმიანობის დაწყება. ეცადეთ არ დაარღვიოთ კანონი და მორალური ზღვარი, რათა არ დაანგრიოთ წლების მანძილზე ნაშენები ურთიერთობები და საქმეები. საყვარელ ადამიანთან სიტუაციის დაძაბვისას, ეცადეთ ტაქტიანად განმუხტოთ სიტუაცია.

კურო 

სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი მეგობრულ წრეში, რაც შეიძლება აისახოს თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე. გააქტიურდება სასიყვარულო სფეროც, თუმცა ამ დროს მეტად მგრძნობიარე და ეჭვიანიც გახდებით. საქმიანი ურთიერთობა შესაძლოა რომანტიკულში გადაიზარდოს.

ტყუპები 

ახალ ინფორმაციას ადვილად აითვისებთ, თუმცა მის გამოსაყენებლად დაგჭირდებათ მოქნილად აზროვნება და ქმედება. მომთმენი იყავით კრიტიკის მიმართ, რათა არ წამოეგოთ პროვოკაციებს. მოგზაურობები, გამოგისწორებთ გუნება-განწყობას.

კირჩხიბი 

ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. დიდია ცდუნებების ალბათობა. მოერიდეთ სასიყვარულო ხასიათის საეჭვო კონტაქტებს. ბევრს ნუ იმუშავებთ, რათა ზიანი არ მიაყენოთ ჯანმრთელობას. შესაძლებელია ახალი საქმიანი ურთიერთობის დამყარება.

ლომი 

საქმიან სფეროში ნებისმიერი წამოწყება ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ. საჭიროების შემთხვევაში ეცადეთ გამოცდილი ხალხისგან მიიღოთ რჩევა. პირადი პრობლემებისა და გაუგებრობების გარკვევისას, იყავით წინდახედული. კარგია მოგზაურობა.

ქალწული 

კარგი დროა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. მოერიდეთ ურთიერთობების განხილვას, განსაკუთრებით საქორწინო და საქმიან პარტნიორთან, ან საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ ხშირად შეისვენოთ და დაზოგოთ ენერგია.

სასწორი 

მოიმატებს შემოქმედებითი აქტიურობა და შემართება. გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა. ახალი კავშირები დაგეხმარებათ, სარფიანი მოლაპარაკებების ჩატარებაში. სასიყვარულო განცდები კი, შემოქმედებითი მუშაობისთვის განგაწყობთ.

მორიელი 

გარშემომყოფების მხრიდან, შესაძლოა გადააწყდეთ წინააღმდეგობებს. გადაადგილებები დადებითად წაადგება თქვენს კარიერას. კარგი დროა პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარებისთვისაც. უეცარ სასიყვარულო კავშირებს კი ერიდეთ.

მშვილდოსანი 

თქვენს მომხიბვლელობას მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო პირადი ურთიერთობების დასამყარებლად და ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ჯანმრთელობის გასაკაჟებლად კარგია ფიზიკური ვარჯიში. მოგზაურობა, ბევრ სიახლესა და სიამოვნებას გპირდებათ.

თხის რქა 

ნუ იმოქმედებთ ძალისმიერად და ნურავის შეეწინააღმდეგებით. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც მარტივად გამოგივათ. მეტად უსმინეთ ინტუიციას. სასიყვარულო ურთიერთობა სწრაფად განვითარდება. მოერიდეთ სიჩქარესა და აზარტს, რათა არ დაშავდეთ.

მერწყული 

მოიმატებს შეხვედრების რიცხვი და მეტ დროს გაატარებთ ხალხთან ურთიერთობაში. მეგობრები ხელს შეგიწყობენ ახალი პროექტების განხორციელებაში. შეძლებთ ზოგიერთი სურვილის ასრულებას. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში კი, თავშეკავებული იყავით და მოერიდეთ ინტრიგებს.

თევზები 

პირად და საქმიან ურთიერთობებში, მეტად ენდეთ ინტუიციასა და წინათგრძნობას. მიზნების მისაღწევად ნუ დაარღვევთ კანონს. ფინანსური მოგების მიღება, ადვილი არ იქნება. საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, კამათის გარეშე გადაწყვიტოთ რთული საკითხები.