ნახეთ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ნახეთ რას გვპირდებიან ვარსკვლავები მიმდინარე კვირას. ცნობილი ასტროლოგის, მიხეილ ცაგარლის რჩევები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს. 

ვერძი

პროექტების რეალიზება, გაგიადვილდებათ პარტნიორთა დახმარებით. ფინანსური საკითხების მოგვარებისათვის, დაიხმარეთ გავლენიანი პირები. სასიყვარულო და ოჯახური პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ურთიერთგაგებით და მოთმინებით.

კურო

წარმატების მისაღწევად, ბევრი მუშაობაა საჭირო. ენერგიის ნაკლებობის გამო, ხშირად მოგინდებათ განმარტოება და დასვენება. არსებობს ძველ პარტნიორებთან შეხვედრის ალბათობა, რაც გააცოცხლებს ადრინდელ გრძნობებს.

ტყუპები

თქვენს მომხიბვლელობას, მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის და მოგზაურობისათვის. სასიკეთოდ განვითარდება ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობებიც, რაც ახალ ემოციებს მოგიტანთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ ბევრ ხალხთან კონტაქტს. არ არის რეკომენდებული რისკი და ფულის ვალში აღება. ერიდეთ იურიდიულ და საზოგადოებრივ საქმეებსაც. როგორც საქმიანი, ისე პირადი მოგზაურობები, სასიკეთოდ ჩაივლის და დადებით ემოციებს გააძლიერებს

ლომი

კარგი დროა, ადრე დასახული მიზნების მიღწევისთვის. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეძიეთ დამატებითი წყაროები. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებაში, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ქალწული

გაიზრდება გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა. შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. გაზრდილი ინტუიცია და თავდაჯერებულობა, დაგეხმარებათ პირად ურთიერთობებში წინააღმდეგობების გადალახვაში. თავისუფალი დრო, დასვენებას დაუთმეთ.

სასწორი

იმოქმედეთ დინჯად და ერიდეთ აზარტულ თამაშებსა და საქმეში რისკს. თავს ენერგიულად იგრძნობთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან. კარგი დროა მოგზაურობისთვის. მოლაპარაკებები, სასურველ შედეგს გამოიღებს.

მორიელი

გაგიადვილდებათ გრძნობებისა და აზრების გამოხატვა და იდეების ჩამოყალიბება. სასიყვარულო ურთიერთობაში, დროებითი სიცივე დაისადგურებს. არაა რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა, მოგზაურობა და ბევრ ხალხთან ურთიერთობა.

მშვილდოსანი

ინტენსიური შეხვედრების, ახალი ნაცნობობის, ინტელექტუალური კავშირებისა და ინფორმაციის გაცვლისათვის საუკეთესო დროა. ახალი რომანტიკული გრძნობა, შეიძლება უეცრად ჩამოგიყალიბდეთ. კარგი პერიოდია იმიჯის შესაცვლელად.

თხის რქა

ბუნდოვან სიტუაციებში, დახმარება სთხოვეთ ავტორიტეტულ პირებს. უცხოეთში გამგზავრება, ამ პერიოდში დიდ წარმატებას გიქადით. უთანხმოების შემთხვევაში, კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანს პირისპირ და გულღიად დაელაპარაკებით.

მერწყული

თავს სანაქებოდ იგრძნობთ და შეძლებთ გაუძლოთ დატვირთვებს. მოგინდებათ საზოგადოების მაღალ ფენაში ადგილის დაკავება. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული კავშირები, კარგ შემოსავალს გპირდებათ. კარგი დროა მოგზაურობისა და ქორწინებისთვის.

თევზები

მეტი დრო დაუთმეთ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მიზნის მისაღწევად აუცილებელია ბევრი შრომა, თუმცა შედეგს აუცილებლად დაინახავთ. ცოტა რისკი გამართლებული იქნება უჩვეულო სიტუაციებში. შესაძლოა, აღადგინოთ ადრინდელი რომანტიკული ურთიერთობა. თავისუფალი დრო, დასვენებას დაუთმეთ.