„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა მართლაც სახეზეა, აცხადებს სასტუმრო მერკური თბილისის და IBIS Styles-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მაკა ცხომელიძე. ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ უცხოელი ტურისტების შემოდინების მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ გალფის ქვეყნები და ისრაელი.
„მე უფრო ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ ტურისტების აღდგენის დინამიკა 25-30%-ის დონეზეა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით. 2020-2021 წელს არ ვადარებთ.
ტურისტების ნაკადის მხრივ გაცილებით აქტიურია საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ასევე ისრაელი. აქტიურობა სახეზეა ასევე ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდანაც. თუმცა რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გარკვეული ბაზრებიდან დანაკლისი იქნება, რადგანაც აპრილი და მაისი არადინამიური თვეებია. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მალე პრობლემა მოგვარდება, სიმშვიდე იქნება და ადამიანები მეტს იმოგზაურებენ”, - აცხადებს მაკა ცხომელიძე.