საქართველოში სხვადასხვა დასახელების იმპორტირებული შოკოლადის საეჭვო პარტიები არ გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

შოკოლადი

საქართველოში სხვადასხვა დასახელების იმპორტირებული შოკოლადის საეჭვო პარტიები არ გამოვლინდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სურსათის ეროვნულმა სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგანტოს განცხადებით, მიმდინარე წლის 7 აპრილს მათ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღეს შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტში (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენის პროცედურები მყისიერად დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ბიზნესოპერატორების შემოწმების პროცესი დასრულებულია. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.

ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.