„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გარეშე, შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისთვის არის რუსეთი მზად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ფორმატში ამ შეხვედრის გარეშე, რეალურად ბოლომდე ვერ გაიგებთ, რისთვის არიან ისინი მზად, რომ ომი შეაჩერონ და რისთვის არიან მზად იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად არ ვართ ამა თუ იმ კომპრომისებზე წასასვლელად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჭიროა იმის გაგება, სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება.
„საჭიროა ვიპოვოთ ფორმატი, რომელშიც გავიგებთ, სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება. სურს თუ არა მას ეს და შეუძლია თუ არა ამის გაკეთება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.