იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
25 დეკემბერს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს. სპირიდონ კედიას ქუჩაზე არსებულ ეკლესიაში წირვა უხუცესმა წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულშვილმა აღავლინა და შეკრებილ საზოგადოებას სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა.
ლიტურგიის დროს საგალობლები სხვადასხვა ენაზე წაიკითხეს. წლევანდელი საშობაო ღვთისმსახურებაში უმეტესი ნაწილი უკრაინასა და მასთან განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.
25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებიც. საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა.
ღვთისმსახურების მსვლელობისას ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ემანუელს, ანუ ბავშვის ქანდაკებას(მშვიდობის ყრმას) შეაბრძანებენ, რომელიც მაცხოვრის შობას აღნიშნავს.