ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
საქართველოს მთავრობამ სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით ვეტერინარული მოთხოვნები განაახლა. შესაბამისი ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცდა და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
ახალი წესების მიხედვით, საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბადებული და გამოზრდილი ჯანმრთელი სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვი, რომლის მაკეობის ვადა არ აღემატება 8 თვეს.
დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ პირუტყვი არ უნდა იყოს ვაქცინირებული ბრუცელოზის, თურქულისა და ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგოდ, ან ვაქცინირებული უნდა იყოს მხოლოდ ე.წ. DIVA ვაქცინით. მთავრობის დადგენილებაში DIVA განიმარტება როგორც ვაქცინაცია ისეთი ვაქცინის გამოყენებით, რომელიც შესაბამისი სეროლოგიური დიაგნოსტიკური მეთოდებით ვაქცინირებულ პოპულაციაში ინფიცირებული ცხოველის გამოვლენას შესაძლებელს ხდის.
იმპორტისთვის განკუთვნილი პირუტყვი უნდა გამოდიოდეს ისეთი მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელიც შესაბამისი ვადების განმავლობაში თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებებისგან... სრულად